2016-11-21
საქველმოქმედო აქცია

    2016 წლის 20 ნოემბერს სკოლა ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარის  ელენე სვიანაძის ორგანიზატორობითა და სკოლის დირექციის ხელშეწყობით ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა საქველმოქმედო აქციაში. კერძოდ, სკოლა ,,პოლიგლოტის“ დირექტორმა, ქალბატონმა მზია დაუშვილმა, ,,ბერი ანდრიას სახელობის ბავშვთა ფონდს“ გადაურიცხა თანხა და შეუძინა საკვები პროდუქტები და ტკბილეული , ხოლო სკოლა ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეებმა  დაავადებული ბავშვებისათვის შეაგროვეს საჩუქრები, სათამაშოები, წიგნები და ტანსაცმელი. აქციის მონაწილეები ესტუმრნენ ,, ბერი  ანდრიას სახელობის ბავშვთა ფონდს“, პირადად გადასცეს დაავადებულ ბავშვებს საჩუქრები, მოეფერნენ . ეთამაშნენ მათ , საერთო ენა ადვილად გამონახეს პატარებთან და დაჰპირდნენ მათ,რომ  კიდევ მოინახულებენ.  მოსწავლეებთან ერთად საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდნენ სკოლა ,,პოლიგლოტის“ დირექტორის მოადგილეები: საორგანიზაციო დარგში - ეკატერინე სიორდია და სასწავლო -აღმზრდელობით დარგში- ანა ჯავახიშვილი.    

 სკოლა ,,პოლიგლოტი“ ხშირად  ატარებს მსგავს ღონისძიებებს,  ქველმოქმედებაში შეტანილი წვლილისთვის   ჩვენი სკოლა დააჯილდოვეს და გადასცეს სიგელი.  სკოლა ,,პოლიგლოტი“ კვლავაც გააგრძელებს სხვათა დახმარებას და მოუწოდებს საზოგადოებას,რომ გამოიჩინონ გულისხმიერება და დახმარების ხელი გაუწოდონ მათ,  ვისაც ეს ძალიან სჭირდება.




2020-06-01     ქიმიური რეაქცია და ენერგია
სკოლა „პოლიგლოტის“ მე-9 კლასელმა მოსწავლეებმა ქიმიის მასწავლებელთან , ქალბატონ მაია აფხაზავასთან ერთად დისტანციური სწავლების დროს გააკეთეს პროექტი „ქიმიური რეაქცია და ენერგია“. ძალიან კარგია, რომ ბავშვებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს საბუნებისმეტყველო საგნების


2020-05-28     სკოლა "პოლიგლოტის" ფოლკლორული ანსამბლი
სკოლა "პოლიგლოტის" ფოლკლორული ანსამბლის ხელმძღვანელი ხათუნა ყაზიშვილი დისტანციური სწავლების დროს ცდილობდა, რომ არ გაეწყვიტა ბავშვებთან ურთიერთობა და მათი ცხოვრება გაელამაზებინა. გვინდა შემოგთავაზოთ ჩვენი საყვარელი მოსწავლეების ჩანაწერი, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს


2020-05-27     მილოცვა პირველკლასელებს
სკოლა "პოლიგლოტი" დიდი სიყვარულით ულოცავს პირველკლასელებს სასწავლო წლის დასრულებას. გისურვებთ ჯანმრთელობას, სიხარულს და ბედნიერ დასვენებას. სამწუხაროა,რომ დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე სკოლას არ მოეცა საშუალება რომ დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მოგველოცა ღონისძიებით, მაგრამ




 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66 67 68 69 70 71 72 73 74 75 76 77 78 79 80 81 82 83 84 85 86 87 88 89 90 91 92 93 94 95 96 97 98 99 100 101 102 103 104 105 106 107 108 109 110 111 112 113 114 115 116 117 118 119 120 121 122 123 124 125 126 127 128 129 130 131 132 133 134 135 136 137 138 139 140 141 142 143 144 145 146 147 148 149 150 151 152 153 154 155 156 157 158 159 160 161 162 163 164 165 166 167