2017-02-06
სკოლა „პოლიგლოტს“ ეწვია მწერალი და საზოგადო მოღვაწე დათო ტურაშვილი

      2017  წლის  3 თებერვალს სკოლა „პოლიგლოტს“ ეწვია მწერალი  და საზოგადო მოღვაწე დათო  ტურაშვილი. საინტერესო , სასიამოვნო და დაუვიწყარი შეხვედრა გაიმართა. დათო ტურაშვილმა ისაუბრა საკუთარ ცხოვრებაზე, შემოქმედებაზე , საზღვარგარეთ  მოგზაურობასა  და  იქ მიღებულ დაუვიწყარ  შთაბეჭდილებებზე.  ბატონი დათო  ასევე ესაუბრა მოსწავლეებს კითხვის მნიშვნელობასა და წიგნის სიყვარულზე ,რაც განათლებისა და სულიერების მთავარი კომპონენტია . მწერალმა  უპასუხა ბავშვების შეკითხვებს, გადაიღო სამახსოვრო სურათები და დატოვა  ავტოგრაფები.

    ღონისძიების  ინიციატორი  და ორგანიზატორი იყო მოსწავლეთა საინიციატივო  ჯგუფი. სკოლის დირექტორმა მზია დაუშვილმა მადლობა გადაუხადა მწერალს მობრძანებისთვის და საინიციატივო ჯგუფის ეს პროექტი მოიწონა . მან აღნიშნა , რომ  სკოლა „პოლიგლოტში“ ყოველთვის იყო და იქნება პრიორიტეტული  წიგნის კითხვა, სწორედ ამიტომაც ტარდება სკოლაში სხადასხვა ენაზე მკითხველთა კონფერენცია  და ჩვენს სკოლაში იზრდებიან განათლებული ახალგაზრდები .




2017-11-16     "პოლიგლოტის" მოსწავლეები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას ესტუმრნენ
სკოლა "პოლიგლოტის " მოსწავლეები ფიზიკის მასწავლებელ ციური პაჭკორიასთან ერთად ეწვივნენ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“. მოსწავლეებმა სსე-ის სათავო ოფისი და ცენტრალური სადისპეტჩერო მოინახულეს. დაათვალიერეს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელიც პასუხისმგებელია ენერგოსისტემის


2017-11-08     "პოლიგლოტის" მოსწავლეები მეტეხის ტაძარში
2018 წლის 8 ნოემბერს სკოლა "პოლიგლოტის" X კლასის მოსწავლეებმა მოილოცეს წმ.შუშანიკის საფლავი მეტეხის ტაძარში და წმ. აბოს სახელობის ეკლესია. სიწმინდეთა მოლოცვამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეებზე.


2017-11-05     ,,პოლიგლოტის“ VIII კლასი იმყოფებოდა ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმში
2017 წლის 5 ნოემბერს სკოლა ,,პოლიგლოტის“ VIII კლასი იმყოფებოდა საგურამოში,ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში. 8 ნოემბერი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა ,ამ თარიღთან დაკავშირებით ქართული ენისა და ისტორიის პედაგოგებმა (თეონა დიასამიძემ და ნაზი




 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66 67 68 69 70 71 72 73 74 75 76 77 78 79 80 81 82 83 84 85 86 87 88 89 90 91 92 93 94 95 96 97