2017-02-25
აკაკი შანიძის დაბადებიდან 130-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება

      2017 წლის  24 თებერვალს  საქართველოს ეროვნულ  არქივში გაიმართა  აკაკი  შანიძის  დაბადებიდან  130-ე  წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება. სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები ისტორიის მასწავლებელ თინა დორეულთან  ერთად  ესწრებოდნენ  ამ  საიუბილეო შეხვედრას . არქივის თანამშრომლებმა დამსწრეთ აჩვენეს აკაკი შანიძის პეტრიწონსა და ჯვრის მონასტერში სამეცნიერო ექსპედიციის  ამსახველი დოკუმენტური კადრები. სიტყვით გამოვიდნენ აკადემიკოსის ქალიშვილი  მზექალა შანიძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი როინ მეტრეველი და აკადემიკოსის ყოფილი მეგობრები. მათ გაიხსენეს აკადემიკოსთან დაკავშირებული მოგონებები, ისაუბრეს აკაკი შანიძის ღვაწლსა და სამეცნიერო მუშაობაზე. ასევე მოსწავლეებმა დაათვალიერეს ეროვნული არქივის გალერეაში აკ. შანიძის ცხოვრების ამსახველი ფოტო-გამოფენა. 




2020-02-07     საქმიანი შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტთან
 სკოლა ,,პოლიგლოტში“ საინტერესო და საქმიანი შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტთან. სუმრად იმყოფებოდნენ კავკასიის მედიის სკოლისა და  განათლების სკოლის   წარმომადგენლები, რომლებმაც გააცნეს აბიტურიენტებს უნივერსიტეტის პროგრამები, ისაუბრეს თავიანთი უნივერსიტეტის განათლების ხარისხზე, დასაქმებაზე, გაცვლით


2020-02-07     ღია გაკვეთილი ქიმიაში თემაზე: ,,მეტალები ,შენადნობები და კოროზია.
2020 წლის 5 თებერვალს სკოლა ,,პოლიგლოტის“ მეცხრე კლასში მაია აფხაზავამ ჩაატარა ღია გაკვეთილი ქიმიაში თემაზე: ,,მეტალები ,შენადნობები და კოროზია“. გაკვეთილი იყო საინტერესო, მასწავლებელმა გამოიყენა ინოვაციური ტექნოლოგიები და გამოავლინა საგნის ღრმა


2019-12-31     სკოლა ,,პოლიგლოტი“ გილოცავთ დამდეგ 2020 წელს
სკოლა ,,პოლიგლოტი“ დიდი სიყვარულით გილოცავთ დამდეგ 2020 წელს . გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და ულევ წარმატებას.უფლის წყალობა და მადლი არ მოგკლებოდეთ, დაესწარით მრავალს!




 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66 67 68 69 70 71 72 73 74 75 76 77 78 79 80 81 82 83 84 85 86 87 88 89 90 91 92 93 94 95 96 97 98 99 100 101 102 103 104 105 106 107 108 109 110 111 112 113 114 115 116 117 118 119 120 121 122 123 124 125 126 127 128 129 130 131 132 133 134 135 136 137 138 139 140 141 142 143 144 145 146 147 148 149 150 151 152 153 154 155 156 157 158