2017-02-28
სკოლა ,,პოლიგლოტის“ IX კლასის მოსწავლეები საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიას ესტუმრნენ

2017 წლის 23 თებერვალს სკოლა ,,პოლიგლოტის“ IX კლასის მოსწავლეები ხელოვნების პედაგოგ ქეთევან მაისურაძესთან ერთად ეწვივნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიას, სადაც გაიმართა პროფესორ ვალერი ასათიანის ლექცია –  „ანტიკური კულტურა და საქართველო”.

ლექციაზე ვალერი ასათიანმა ისაუბრა  საქართველოში ანტიკური კულტურის შესახებ, ჰომეროსის სამყაროსა და „ვეფხისტყაოსანზე“, ბერძნულ მითოლოგიაზე, როგორია საქართველოში ანტიკურობის შესწავლის ტრადიცია და ვინ იყო „მეცნიერების კეთილშობილი რაინდი“.

ლექცია იყო ძალიან საინტერესო. დასასრულს, ბატონმა ვალერიმ სკოლა „პოლიგლოტის“ ბიბლიოთეკას აჩუქა თავისი დაწერილი წიგნი –  ,,ბიზანტიური  ცივილიზაცია“.

სკოლის წარმომადგენლები დიდ მადლობას უხდიან ვალერი ასათიანს ასეთი საინტერესო და მრავლისმთქმელი ლექციის ჩატარებისა და სამახსოვრო საჩუქრისთვის.




2020-02-07     საქმიანი შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტთან
 სკოლა ,,პოლიგლოტში“ საინტერესო და საქმიანი შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტთან. სუმრად იმყოფებოდნენ კავკასიის მედიის სკოლისა და  განათლების სკოლის   წარმომადგენლები, რომლებმაც გააცნეს აბიტურიენტებს უნივერსიტეტის პროგრამები, ისაუბრეს თავიანთი უნივერსიტეტის განათლების ხარისხზე, დასაქმებაზე, გაცვლით


2020-02-07     ღია გაკვეთილი ქიმიაში თემაზე: ,,მეტალები ,შენადნობები და კოროზია.
2020 წლის 5 თებერვალს სკოლა ,,პოლიგლოტის“ მეცხრე კლასში მაია აფხაზავამ ჩაატარა ღია გაკვეთილი ქიმიაში თემაზე: ,,მეტალები ,შენადნობები და კოროზია“. გაკვეთილი იყო საინტერესო, მასწავლებელმა გამოიყენა ინოვაციური ტექნოლოგიები და გამოავლინა საგნის ღრმა


2019-12-31     სკოლა ,,პოლიგლოტი“ გილოცავთ დამდეგ 2020 წელს
სკოლა ,,პოლიგლოტი“ დიდი სიყვარულით გილოცავთ დამდეგ 2020 წელს . გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და ულევ წარმატებას.უფლის წყალობა და მადლი არ მოგკლებოდეთ, დაესწარით მრავალს!




 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66 67 68 69 70 71 72 73 74 75 76 77 78 79 80 81 82 83 84 85 86 87 88 89 90 91 92 93 94 95 96 97 98 99 100 101 102 103 104 105 106 107 108 109 110 111 112 113 114 115 116 117 118 119 120 121 122 123 124 125 126 127 128 129 130 131 132 133 134 135 136 137 138 139 140 141 142 143 144 145 146 147 148 149 150 151 152 153 154 155 156 157 158