2018-02-15
მასწავლებელთა I სამეცნიერო კონფერენცია

2018 წლის 9 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ჩაატარა მასწავლებელთა I სამეცნიერო კონფერენცია-,,ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისა და მიდგომების გამოყენება სწავლის პროცესში.“ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სკოლა ,,პოლიგლოტის“ პედაგოგებმა: ანა ჯავახიშვილმა, თეონა დიასამიძემ, ნაზი ზაალიშვილმა, ნინო დაუშვილმა, სოფიო ლიჩელმა და ელიზავეტა ზაზაძემ. კონფერენციაში მონაწილეობდა საქართველოს მასშტაბით 100 - მდე პედაგოგი. კონფერენცია კსუ-ს საკონფერენციო დარბაზში რექტორმა - კახაბერ კორძაიამ გახსნა და ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მასწავლებლებს სიტყვით მიმართეს მოწვეულმა სტუმრებმაც. კსუ-ს რექტორმა კახაბერ კორძაიამ მადლობის სიგელით დააჯილდოვა სკოლა ,,პოლიგლოტის“ დირექტორი ქალბატონი მზია დაუშვილი, როგორც უნივერსიტეტის მეგობარი და მხარდამჭერი, რადგან სკოლა ,,პოლიგლოტი“ აქტიურად არის ჩართული უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო პროექტებში. პედაგოგებმა სხვადასხვა სექციაში იმუშავეს. სკოლა ,,პოლიგლოტის“ მასწავლებლები მადლობას უხდიან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ამ საინტერესო ინიციატივისათვის. კონფერენციაზე პედაგოგები გაეცნენ ინოვაციებს, გაუზიარეს ერთმანეთს იდეები.აღსანიშნავია,რომ კონფერენციაში მონაწილეობისათვის პედაგოგებს მიენიჭებათ შესაბამისი კრედიტები. დიდი მადლობა ქალბატონ მარინა უგულავას, კონფერენციის ორგანიზატორსა და სულის ჩამდგმელს. მსგავს პროექტებში სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას.კსუ-ს ვუსურვებთ წინ სვლასა და წარმატებებს.




2019-05-22     I -ა კლასის გამოსაშვები ზეიმი
  2019 წლის 21 მაისს ულამაზესი დღე დადგა სკოლა ,,პოლიგლოტში“ , რადგან შემოცქრიალდნენ იისფერ კაბებსა და გვირგვინებში გამოწყობილი გოგონები და კლასიკურად მორთული ბიჭუნები. I -ა კლასმა  საყვარელი პედაგოგის ოლიკო ხოკრიშვილის ხელმძღვანელობით


2019-05-20     პოლიგლოტელები კონკურსში: ,,ნორჩი მეწარმეები -2019“
სკოლა ,,პოლიგლოტის“ ნორჩ მეწარმეთა გუნდი, რომლის შემადგენლობაში არიან : ნუცა ფიჩხნარაშვილი, ნიკა გახოკიძე, მარიამ გუშარაშვილი და ლუკა ფიჩხნარაშვილი, მონაწილეობენ ProActive Group Georgia-ს კონკურსში: ,,ნორჩი მეწარმეები -2019“ და იბრძვიან აღნიშნული ტიტულის


2019-05-17     მასტერკლასის ფინალური პრეზენტაცია
სკოლა ,,პოლიგლოტში“ დასრულდა რიტორიკის სკოლის მასტერკლასი ფინალური პრეზენტაციებით. მოსწავლეებმა გააკეთეს თავიანთი იდეის პრეზენტაციები და აღნიშნეს, რომ ბევრი ისწავლეს ეფექტური კომუნიკაციის შესახებ, აღარ ეშინიათ საჯარო გამოსვლის, მოუსმინეს ერთმანეთს, გაუზიარეს აზრები და




 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66 67 68 69 70 71 72 73 74 75 76 77 78 79 80 81 82 83 84 85 86 87 88 89 90 91 92 93 94 95 96 97 98 99 100 101 102 103 104 105 106 107 108 109 110 111 112 113 114 115 116 117 118 119 120 121 122 123 124 125 126 127 128 129 130 131 132 133 134 135