2018-02-19
პოლიგლოტის მოსწავლეებმა კონკურსში ,,ჩვენ და ილია” გამარჯვება მოიპოვეს

კომპანია ,,ალმასმა” ჩაატარა ლიტერატურული კონკურსი ,,ჩვენ და ილია’’, რომელიც მიეძღვნა ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილეს.კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ საჯარო და კერძო სკოლის II – XII კლასების მოსწავლეებს.კონკურსში აქტიურად ჩაერთნენ სკოლა ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეები. 2018 წლის 16 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ლიტერატურული კონკურსი ,,ჩვენ და ილია”-ს გამარჯვებულების დაჯილდოვება გაიმართა. სამახსოვრო სერთიფიკატები გადაეცა კონკურსის ყველა მონაწილეს. დაჯილდოვებაზე გამოვლინდა 6 გამარჯვებული და კონკურსის 6 საუკეთესო მონაწილე. გამრჯვებულ მოსწავლეთა შორის საუკეთესოდ დასახელდა სკოლა ,,პოლიგლოტის“ მეცხრე კლასის მოსწავლე სანდრო კაპანაძე და სკოლა ,,პოლიგლოტის“ მეოთხე კლასის მოსწავლე ლიზი ქემოკლიძე. საინფორმაციო სააგენტო GMTV.GE-მ კონკურსის ორ რჩეულს, სკოლა ,,პოლიგლოტის „ მოსწავლეებს სანდრო კაპანაძეს და ლიზი ქემოკლიძეს საჩუქრად სამახსოვრო პრიზები და სერთიფიკატები გადასცა. კომპანია “ალმასი” მადლობას უხდის კომპანია “დაქსი თრეველს” და GMTV.GE-ს მხარდაჭერისთვის.სკოლა ,,პოლიგლოტი“ მადლობას უხდის კომპანია ,,ალმასს“ საინტერესო საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებისათვის და უსურვებს წარმატებებს.




2019-05-22     I -ა კლასის გამოსაშვები ზეიმი
  2019 წლის 21 მაისს ულამაზესი დღე დადგა სკოლა ,,პოლიგლოტში“ , რადგან შემოცქრიალდნენ იისფერ კაბებსა და გვირგვინებში გამოწყობილი გოგონები და კლასიკურად მორთული ბიჭუნები. I -ა კლასმა  საყვარელი პედაგოგის ოლიკო ხოკრიშვილის ხელმძღვანელობით


2019-05-20     პოლიგლოტელები კონკურსში: ,,ნორჩი მეწარმეები -2019“
სკოლა ,,პოლიგლოტის“ ნორჩ მეწარმეთა გუნდი, რომლის შემადგენლობაში არიან : ნუცა ფიჩხნარაშვილი, ნიკა გახოკიძე, მარიამ გუშარაშვილი და ლუკა ფიჩხნარაშვილი, მონაწილეობენ ProActive Group Georgia-ს კონკურსში: ,,ნორჩი მეწარმეები -2019“ და იბრძვიან აღნიშნული ტიტულის


2019-05-17     მასტერკლასის ფინალური პრეზენტაცია
სკოლა ,,პოლიგლოტში“ დასრულდა რიტორიკის სკოლის მასტერკლასი ფინალური პრეზენტაციებით. მოსწავლეებმა გააკეთეს თავიანთი იდეის პრეზენტაციები და აღნიშნეს, რომ ბევრი ისწავლეს ეფექტური კომუნიკაციის შესახებ, აღარ ეშინიათ საჯარო გამოსვლის, მოუსმინეს ერთმანეთს, გაუზიარეს აზრები და




 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66 67 68 69 70 71 72 73 74 75 76 77 78 79 80 81 82 83 84 85 86 87 88 89 90 91 92 93 94 95 96 97 98 99 100 101 102 103 104 105 106 107 108 109 110 111 112 113 114 115 116 117 118 119 120 121 122 123 124 125 126 127 128 129 130 131 132 133 134 135