2018-10-25
ექსკურსია ულამაზეს რაჭაში

სკოლა ,,პოლიგლოტის „  მე-12 კლასის მოსწავლეები ქალბატონ  ეკატერინე სიორდიასთან, ნინო შეშაბერიძესთან, ნინო დაუშვილთან  და დავით დავითურთან ერთად იმყოფებოდნენ ორდღიან ექსკურსიაზე რაჭაში. დაათვალიერეს და მოილოცეს უბისა, ნიკორწმინდა, ხოტევი, ბარაკონი, დატკბნენ შემოდგომის რაჭის ულამაზესი პეიზაჟებით, მოინახულეს შაორის ტბა, საყინულის მღვიმე,სიყვარულის ჩანჩქერი. ონში  ნახეს  სინაგოგა,  იმყოფებოდნენ  შოვსა და ამბლორაურში .   ექსკურსია იყო შთამბეჭდავი, მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა   გადაიღეს  სამახსოვრო ფოტოები და დაუვიწყარი მოგონებებით დაბრუნდნენ  შინ.




2018-12-14     სტუმრები "პოლიგლოტში"
დღეს, 13 დეკემბერს სკოლა "პოლიგლოტს" ესტუმრნენ ცნობილი კომპოზიტორი ვაჟა დურგლიშვილი და ესტრადის მომღერალი ზურაბ კობეშაქვიძე. სტუმრებმა მოსწავლეებს დაუვიწყარი საღამო მოუწყვეს.


2018-12-14     ტურნირი ჭადრაკში
სკოლა "პოლიგლოტის" ჭადრაკის წრის წევრები ინდივიდუალური პროგრამით ემზადებიან ჭადრაკის სასახლეში გასამართ საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობისათვის . დაიგეგმა მიზნის მისაღწევი აქტივობებიც. 2018 წლის 1 დეკემბერს, წრის ხელმძღვანელმა ნატალია მესხმა ძმები ერეკლე და


2018-12-14     სპექტაკლი "მეფე ლომი"
2018 წლის 7 დეკემბერს სკოლა "პოლიგლოტის" I ა I ბ და Iგ კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ თოჯინების თეატრს, ნახეს სპექტაკლი "მეფე ლომი". მოსწავლეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სპექტაკლმა და აღფრთოვანებულნი დაბრუნდნენ შინ.




 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66 67 68 69 70 71 72 73 74 75 76 77 78 79 80 81 82 83 84 85 86 87 88 89 90 91 92 93 94 95 96 97 98 99 100 101 102 103 104 105 106 107 108 109 110 111 112 113 114 115 116 117 118 119 120