2019-05-15
სკოლა,,პოლიგლოტის“ ნორჩი მხატვრების-,, ART-პოლიგლოტის“- გამოფენა

2019 წლის 12 მაისს , სკოლა ,,პოლიგლოტის“ ნორჩი მხატვრების-,, ART-პოლიგლოტის“- გამოფენა მოეწყო საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში. გამოფენის ორგანიზატორი იყო სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი სოფიო ლიჩელი, რომლის თაოსნობითაც მოეწყო „პოლიგლოტის „ მოსწავლეების არაერთი გამოფენა. ამჯერადაც მნახველებზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ბავშვების შემოქმედებამ, თვალს გვჭრიდა პატარების ფერადი, ულამაზესი, მრავალფეროვანი სამყარო, მათ ნამუშევრებში იგრძნობოდა სითბო, სიყვარული და ორიგინალობა. გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ სკოლა პოლიგლოტის დირექტორი ქალბატონი მზია დაუშვილი, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესების მართვის მენეჯერი ანა ჯავახიშვილი, მშობლები, მოწვეული სტუმრები და სკოლის მოსწავლეები. გამოფენა დაიხურება 15 მაისს. დიდი მადლობა ქალბატონ სოფიო ლიჩელს დაუღალავი შრომისათვის, ბავშვებს - ამ შესანიშნავი სანახაობის მოწყობისათვის და მშობლებს -თანამშრომლობისა და გვერდზე დგომისთვის. წარმატებებს ვუსურვებთ ,, ART-პოლიგლოტს“.




2020-02-07     საქმიანი შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტთან
 სკოლა ,,პოლიგლოტში“ საინტერესო და საქმიანი შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტთან. სუმრად იმყოფებოდნენ კავკასიის მედიის სკოლისა და  განათლების სკოლის   წარმომადგენლები, რომლებმაც გააცნეს აბიტურიენტებს უნივერსიტეტის პროგრამები, ისაუბრეს თავიანთი უნივერსიტეტის განათლების ხარისხზე, დასაქმებაზე, გაცვლით


2020-02-07     ღია გაკვეთილი ქიმიაში თემაზე: ,,მეტალები ,შენადნობები და კოროზია.
2020 წლის 5 თებერვალს სკოლა ,,პოლიგლოტის“ მეცხრე კლასში მაია აფხაზავამ ჩაატარა ღია გაკვეთილი ქიმიაში თემაზე: ,,მეტალები ,შენადნობები და კოროზია“. გაკვეთილი იყო საინტერესო, მასწავლებელმა გამოიყენა ინოვაციური ტექნოლოგიები და გამოავლინა საგნის ღრმა


2019-12-31     სკოლა ,,პოლიგლოტი“ გილოცავთ დამდეგ 2020 წელს
სკოლა ,,პოლიგლოტი“ დიდი სიყვარულით გილოცავთ დამდეგ 2020 წელს . გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და ულევ წარმატებას.უფლის წყალობა და მადლი არ მოგკლებოდეთ, დაესწარით მრავალს!




 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66 67 68 69 70 71 72 73 74 75 76 77 78 79 80 81 82 83 84 85 86 87 88 89 90 91 92 93 94 95 96 97 98 99 100 101 102 103 104 105 106 107 108 109 110 111 112 113 114 115 116 117 118 119 120 121 122 123 124 125 126 127 128 129 130 131 132 133 134 135 136 137 138 139 140 141 142 143 144 145 146 147 148 149 150 151 152 153 154 155 156 157 158