2019-05-30
საკვალიფიკაციო ტურნირი ჭადრაკში

2019 წლის 25-26 მაისს თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართა საკვალიფიკაციო ტურნირი.

მასში მონაწილეობა მიიღო კერძო სკოლა ,,პოლიგლოტის“ სხვადასხვა კლასის 10-მა მოსწავლემ . IV კლასელმა გაბრიელ ციხისელმა 7 შესაძლებლობიდან 4-5 ქულით  V თანრიგის II  ბალი შეასრულა და  მიენიჭა  V თანრიგი და  მიეცა ფედერაციის წიგნაკი.

5-5 ქულით თავი ისახელეს ალექსანდრე გოგიშვილმა და ცოტნე მამფორიამ,  მათ Vთანრიგის თითო ბალი მოიპოვეს. კარგი თამაში აჩვენეს და სათამაშო გამოცდილება მიიღეს, აგრეთვე, სკოლის  დანარჩენმა მოჭადრაკეებმა: თათია საჯაიამ, ანასტასია აბუთიძემ ,  ილია მჭედლიშვილმა,  საბა ბებიამ, დემეტრე   ქორთიაშვილმა,  ზურაბ საკანდელიძემ, ირაკლი მჟავანაძემ. აღსანიშნავია,  რომ თითოეული მათგანი გაკვეთილებზეც იმაღლებს კვალიფიკაციას და საჭადრაკო წრეზეც, ,,B” კატეგორიის მწვრთნელის, ნატო მესხის, ხელმძღვანელობით.  ვულოცავთ  ქალბატონ  ნატალიას და მის მოსწავლეებს მიღწეულ შედეგებს  და ვუსურვებთ  მომავალშიც მრავალ წარმატებას. 




2019-08-05     „პოლიგლოტელები“ საქართველოს მასშტაბით პირველ ათეულში არიან
სკოლა „პოლიგლოტის“  2018-2019  სასწავლო  წლის  კურსდამთავრებულებმა  წარმატებით ჩააბარეს   ეროვნული  გამოცდები და დაიმსახურეს უმაღლესი შეფასებები: 80- დან -80 ქულა, 80-დან - 77 ქულა, 70-დან- 69 ქულა, რის გამოც რეიტინგით ისინი საქართველოს


2019-06-28     ექსკურსია სამცხე-ჯავახეთში
სკოლა „პოლიგლოტის“ VII  კლასის მოსწავლეები ხელოვნების  მასწავლებელმა ქეთევან მაისურაძემ  წაიყვანა ექსკურსიაზე სამცხე-ჯავახეთში, სადაც მოინახულეს ისტორიული რაბათის ციხე  და კლდეში ნაკვეთი  სამონასტრო ანსამბლი- ვარძია. მოსწავლეები აღფრთოვანებულები დარჩნენ რაბათის ხილვით, გაეცნენ მის


2019-06-13    
2019 წლის 12 ივნისს სკოლა ,,პოლიგლოტის“  დაწყებითი განათლების კათედრაზე ულამაზესი სანახაობა მოაწყო ხელოვნების მასწავლებელმა სოფიო ლიჩელმა. პატარებმა წარმოადგინეს კრეატიული, საზაფხულო , თემატური კოსტიუმები. სკოლა ,,პოლიგლოტის“ დირექცია მადლობას უხდის საყვარელ  კოლეგას




 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66 67 68 69 70 71 72 73 74 75 76 77 78 79 80 81 82 83 84 85 86 87 88 89 90 91 92 93 94 95 96 97 98 99 100 101 102 103 104 105 106 107 108 109 110 111 112 113 114 115 116 117 118 119 120 121 122 123 124 125 126 127 128 129 130 131 132 133 134 135 136 137 138 139