
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაცია
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სკოლა ,,პოლიგლოტის“ მეგობარია, უკვე მრავალი წელია ამ უნივერსიტეტსა და ჩვენს სკოლას შორის მჭიდრო თანმშრომლობითი ურთიერთობაა. ამჯერად , 2019 წლის 1-ლ ნოემბერს სკოლა ,,პოლიგლოტის“ მე-8-მე-11 კლასის მოსწავლეებს ეწვივნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები ვერიკო ხუნძაკიშვილი და ლელა წიტაიშვილი მედიცინის, კერძოდ, სტომატოლოგიის ფაკულტეტის, წარჩინებულ სტუდენტებთან ჯული წვერავასთან, სალომე ქუქალიასა და თამარ გრძელიშვილთან ერთად და ჩაუტარეს მოსწავლეებს მინილექცია, მასტერკლასი და პრეზენტაცია პირის ღრუს ჯანმრთელობისა და პირის ღრუს ჰიგიენის დაცვის მეთოდების შესახებ. შეხვედრა იყო საინტერესო, შედგა მოსწავლეებსა და სტუმრებს შორის კომუნიკაცია, დისკუსიაზე მოსწავლეებმა გამოთქვეს თავიანთი აზრი და სტუმრებმა უპასუხეს მოსწავლეების დასმულ შეკითხვებს. სკოლა ,,პოლიგლოტი“ მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს ამ საინტერესო პროექტისათვის, განსაკუთრებით დიდი მადლობა ქალბატონ მარინა უგულავას, რომლის უშუალო ორგანიზატორობით მრავალ ღონისძიებაში ვიღებთ მონაწილეობას.
2019-12-03 ღია გაკვეთილი სპორტში
2019 წლის 26 ნოემბერს სკოლა ,,პოლიგლოტის“ მე-4 კლასში ჩატარდა ღია-საჩვენებელი გაკვეთილი სპორტში. გაკვეთილი ჩაატარა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელმა დავით დავითურმა. მასწავლებელლმა გამოავლინა პროფესიონალიზმი, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით , დაწყებითი
2019-12-03 მე-2 კლასში ჩატარდა ღია-საჩვენებელი გაკვეთილი სპორტში
2019 წლის 25 ნოემბერს სკოლა ,,პოლიგლოტის“ მე-2 კლასში ჩატარდა ღია-საჩვენებელი გაკვეთილი სპორტში. გაკვეთილი ჩაატარა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელმა დავით დავითურმა. გაკვეთილის თმა იყო: ტექნიკის დახვეწა, ტაქტიკური მოქმედებების შესწავლა; მასწავლებელმა
2019-12-03 შიდა დაკვირვების გაკვეთილი ფიზიკაში
2019 წლის 26 ნოემბერს ფიზიკის მასწავლებელმა ციური პაჭკორიამ ჩაატარა შიდა დაკვირვების საჩვენებელი გაკვეთილი. ქალბატონმა ციურიმ გაკვეთილი ჩაატარა მე-8 კლასში , თემაზე: „ენერგიის გარდაქმნა. ენერგიის მუდმივობის კანონი“. გაკვეთილს ესწრებოდა სკოლა ,,პოლიგლოტის“ მასწავლებელთა
