2020-09-12
სიახლე ახალ 2020-21 სასწავლო წელთან დაკავშირებით!
სკოლა "პოლიგლოტის" მშობლებისა და მოსწავლეების საყურადღებოდ !
საქართველოს განათლების, მეცნიერების,კულტურისა და სპორტის მინისტრის N95/N ბრძანების საფუძველზე სკოლა "პოლიგლოტი" 2020-2021 სასწავლო წელს იწყებს 2 კვირით დისტანციური სწავლებით , ხოლო 1 ოქტომბრიდან ჩვეულებრივად გავაგრძელებთ სწავლას არა დისტანციურად, არამედ საკლასო ოთახებში. ეს ეხება სკოლა "პოლიგლოტის" მე-2 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს .
სკოლა "პოლიგლოტის" პირველი კლასის მშობლების საყურადღებოდ!
საქართველოს განათლების , მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ზემოთ აღნიშნული ბრძანების საფუძვლად, დისტანციური სწავლება შეეხება მხოლოდ მე-2 დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს, ხოლო პირველი კლასის მოსწავლეები 2020-21 სასწავლო წელს დაიწყებენ 1 ოქტომბერს, საკლასო ოთახებში.
მშობლებს გთხოვთ არ ინერვიულოთ, პირველი კლასის მოსწავლეები ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სწავლას ამთავრებენ 28 მაისს, ჩვენ 2 კვირას დავამატებთ და როგორც ყელა მოსწავლე , ისე პირველკლასელებიც სწავლას 2021 წლის 15 ივნისს დაამთავრებენ . იმ შემთხვევაში თუ საჭირო იქნება, სკოლა "პოლიგლოტი" მარტის არდადეგებსაც გამოიყენებს საგანმანათლებლო მიზნით. ასევე, შაბათ დღეებსაც გამოვიყენებთ საგანმანათლებლო მიზნით.
სკოლა "პოლიგლოტის" დირექციამ ყველა პირობა შექმნა რათა დაცული იყოს სკოლაში ჯანმრთელობის სამინისტროსა და განათლების სამინისტროს მიერ მოცემული ყველა რეკომენდაცია და ბავშვებს შევუქმენით უსაფრთხო და დაცული გარემო!



2020-09-12     ინფორმაცია დისტანციური სწავლების საგაკვეთილო ცხრილის შესახებ!
სკოლა "პოლიგლოტის" მშობლებისა და მოსწავლეების საყურადღებოდ! 2020-21 სასწავლო წლის დისტანციური სწავლების საგაკვეთილო ცხრილს და ყველა დამატებით ინფორმაციას მეორედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის გამოვაქვეყნებთ ორშაბათს , 14 სექტემბერს !


2020-09-06     მზადება ახალი სასწავლო წლისთვის!
სკოლა „პოლიგლოტი“ ემზადება ახალი სასწავლო წლისთვის . პედაგოგებს პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში უტარდებათ ძალიან საინტერესო ტრეინინგები,რომელთაც უძღვება ანა კვიჟინაძე. ტრეინინგების მიზანია ახალ  სასწავლო წელს სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტური წარმართვა, დაგეგმარება და


2020-08-20     სკოლა „პოლიგლოტში“ დაარსდა ხელოვნების საერთაშორისო აკადემია!
  გვინდა სიხარულით გაცნობოთ , რომ სკოლა „პოლიგლოტმა“ გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი VIPR/„ვიპიარ ჯგუფთან„ ,რომელიც არაერთი წარმატებული საერთაშორისო პროექტის ავტორია და მოღვაწეობს მსოფლიოს მრავალ განვითარებულ ქვეყანაში . სკოლაში დაარსდა ხელოვნების საერთაშორისო აკადემია




 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66 67 68 69 70 71 72 73 74 75 76 77 78 79 80 81 82 83 84 85 86 87 88 89 90 91 92 93 94 95 96 97 98 99 100 101 102 103 104 105 106 107 108 109 110 111 112 113 114 115 116 117 118 119 120 121 122 123 124 125 126 127 128 129 130 131 132 133 134 135 136 137 138 139 140 141 142 143 144 145 146 147 148 149 150 151 152 153 154 155 156 157 158 159 160 161 162 163 164 165 166 167 168 169 170