2019-04-12
პროექტ-გაკვეთილი ინგლისურ ენაში

  2019 წლის 12 აპრილს  სკოლა ,,პოლიგლოტი“ მე-10 კლასში  ელიზავეტა ზაზაძემ                 ჩაატარა პროექტ-გაკვეთილი ინგლისურ ენაში თემაზე: ,,ადამიანის სხეული და ცხოვრება -              HUMAN BODY  AND  LIFE “ გაკვეთილის მიზნები იყო  მდგრადი განვითარების გამჭოლი კომპეტენციების  შესრულება.  პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიძიეს მასალები, ბიოლოგიის  მასწავლებელ როზა წიკლაურთან ერთად შეისწავლეს ადამიანის ანატომია, მოისმინეს ლექცია კავკასიის უნივერსიტეტში, მოამზადეს საინტერესო პრეზენტაციები და შექმნეს  საბოლოო  პროდუქტები:  გაზეთი, ბროშურები და ბუკლეტები.




2015-05-27     მკითხველთა კონფერენცია
27 მაისს სკოლა "პოლიგლოტში" თეონა დიასამიძის ხელმძღვანელობით ჩატარდა მკითხველთა კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 წლის იუბილესა და ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან 100 წლის იუბილეს. კონფერენციაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს თემები ამ მწერლების შემოქმედებისა


2015-05-25     საატესტატო გამოცდები მე-12 კლასი
სკოლა "პოლიგლოტის" მე-12 კლასის მოსწავლეებმა წარმატებით დაასრულეს საატესტატო გამოცდები. ვულოცავთ მათ სკოლის დამთავრებას, ვუსურვებთ უმაღლეს სასწავლებელში მოწყობას და ოცნებების ასრულებას.


2015-05-21    
სკოლა "პოლიგლოტის" ინტელექტუალური გუნდის წევრებმა წარმატებით გაიარეს მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკის მიერ ჩატარებული ვიქტორინა-თამაშის პირველი ტური. 1 ივნისს გაიმართება მეორე ტური. პოლიგლოტელებს ვუსურვებთ წარმატებას.




 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66 67 68 69 70 71 72 73 74 75 76 77 78 79 80 81 82 83 84 85 86 87 88 89 90 91 92 93 94 95 96 97 98 99 100 101 102 103 104 105 106 107 108 109 110 111 112 113 114 115 116 117 118 119 120 121 122 123 124 125 126 127 128 129 130 131 132