
ისწავლე სკოლა „პოლიგლოტში“ და შეიქმენი წარმატებული მომავალი ჩვენთან ერთად!
სკოლა „პოლიგლოტში“ დაიწყო პირველკლასელთა რეგისტრაცია 2019-2020 სასწავლო წლისათვის.
ჩვენი სკოლის საგანმანათლებლო პროექტი მოიცავს შემდეგ აქტივობებს:
სკოლაში გაძლიერებით ისწავლება უცხო ენები და მათემატიკა;
ინგლისური, ფრანგული და რუსული ენები სავალდებულოა, ხოლო მე-7 კლასიდან მოსწავლეს შეუძლია აირჩიოს კიდევ ერთი ევროპული ენა, კერძოდ , გერმანული ან ესპანური;
სწავლის საფასურია 1600 $ ექვივალენტი ლარში, რაშიც შედის გახანგრძლივებული დღის სწავლება დილის 9 საათიდან საღამოს 7 საათის ჩათვლით. სწავლის ღირებულებაში შედის ორჯერადი კვება: საუზმე და სადილი , ქართული ცეკვა --- რიტმიკა და ჭადრაკი. კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა არის 16;
სკოლაში ფუნქციონირებს სხვადასხვა წრე: ხატვის, ჭადრაკის, ცეკვის, გიტარის, სიმღერისა და სპორტის;
მოსწავლეების აღზრდა-განათლებაზე ზრუნავენ პროფესიონალი პედაგოგები. ბავშვებს დახვდებათ თბილი, მეგობრული და უსაფრთხო გარემო. სწორედ ამიტომ ჩვენი მოსწავლეები არიან წარმატებულები და კონკურენტუნარიანები;
სკოლა „პოლიგლოტი“ ზრუნავს მოსწავლეების კულტურულ - საგანბმანათლებლო აღზრდაზე . ამ მიზნით ისინი დაგვყავს კინო-თეატრებში, მუზეუმებში, ექსკურსიებზე, ვატარებთ სხვადასხვა ღონისძიებას, ჩართულები ვართ უამრავ საგანმანათლებლო პროექტში, როგორც საქართველოს , ისე საერთაშორისო მასშტაბით;
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია ჩვენი სკოლის საგანმანათლებლო პროექტის შესახებ. იმიტომ რომ იყო წარმატებული, უნდა შემოგვიერთდე და შეიქმნა ბედნიერი მომავალი !
აი, რატომ უნდა ისწავლოთ სკოლა „პოლიგლოტში“ !
2014-11-03 რა? სად? როდის?
სკოლა "პოლიგლოტის" მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა საქართველოს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ინტელექტუალურ თამაშში "რა? სად? როდის?" თემაზე: "მე თბილისის მოტრფიალე ვარ!" მონაწილეობის მიღებისთის მოსწავლეებს გადაეცათ საჩუქრები, ხოლო სკოლას საქართველოს კათოლიკოს
2014-10-31
1 ნოემბერს სკოლა "პოლიგლოტის" მე-8 კლასის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას ინტელექტუალურ თამაშში "რა? სად? როდის?" თემაზე: "მე თბილისის მოტრფიალე ვარ".
2014-10-29 ღია-ინტეგრირებული გაკვეთილი მე-10 კლასში
29 ოქტომბერს სკოლა "პოლიგლოტის" მე-10 კლასში გაიმართება ღია-ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულსა და ისტორიაში თემაზე: იაკობ ხუცესის "შუშანიკის წამება" და ისტორიული სინამდვილე.

