2020-10-23
ანბანის შემობრძანება

  სკოლა ,,პოლიგლოტის“ პირველკლასელები  საზეიმო განწყობით შეხვდნენ ანბანის შემობრძანებას. პედაგოგებმა, სოფიკო დვალიშვილმა და ჟუჟუ ბაღდოშვილმა, პატარებს მოუწყვეს სიურპრიზი და საინტერესო, კრეატიული და მხიარული ღია გაკვეთილები  ჩაუტარეს, სადაც  მოსწავლეებს  გააცვნეს ქართული ანბანის  შექმნის ისტორია, ,,დედა ენისა“ და მისი ავტორის იაკობ გოგებაშვილის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, ამოგზაურეს ანაბანეთის  ზღაპრულ  სამეფოში, ასწავლეს ასო-ბგერა ,,ა “-სა და ,,ი“-ს წერა და კითხვა და ბევრი სახალისო ვიდეოთი და პრეზენტაციით განუმტკიცეს მოსწავლეებს ცოდნა. 

 




2016-06-08     დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების გამოფენა
2016 წლის 8 ივნისს სკოლა ”პოლიგლოტის” დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგის სოფიო ლიჩელის ხელმძღვანელობით, გამოფინეს თავიანთი მრავალფეროვანი და კრეატიული ნამუშევრები. დიდი მადლობა მათ ასეთი ლამაზი სანახაობისთვის


2016-06-03     ლექცია კავკასიის უნივერსიტეტში
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სკოლა "პოლიგლოტის"  IX კლასის მოსწავლეებმა  მოისმინეს მამა თეოდორეს ლექცია, თემაზე; "თავისუფლება". ლექცია წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. პოლიგლოტელებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში. 


2016-06-01     სკოლა "პოლიგლოტში" წინა საგამოცდო სამზადისია
ახლოვდება 2015-2016 სასწ. წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდები  XI კლასისთვის გეოგრაფიაში, ქიმიაში, ფიზიკასა და ბიოლოგიაში.  XI კლასის მოსწავლეებს ვუსურვებთ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას. 




 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66 67 68 69 70 71 72 73 74 75 76 77 78 79 80 81 82 83 84 85 86 87 88 89 90 91 92 93 94 95 96 97 98 99 100 101 102 103 104 105 106 107 108 109 110 111 112 113 114 115 116 117 118 119 120 121 122 123 124 125 126 127 128 129 130 131 132 133 134 135 136 137 138 139 140 141 142 143 144 145 146 147 148 149 150 151 152 153 154 155 156 157 158 159 160 161 162 163 164 165 166 167 168 169 170