2019-08-05
„პოლიგლოტელები“ საქართველოს მასშტაბით პირველ ათეულში არიან

სკოლა „პოლიგლოტის“  2018-2019  სასწავლო  წლის  კურსდამთავრებულებმა  წარმატებით ჩააბარეს   ეროვნული  გამოცდები და დაიმსახურეს უმაღლესი შეფასებები: 80- დან -80 ქულა, 80-დან - 77 ქულა, 70-დან- 69 ქულა, რის გამოც რეიტინგით ისინი საქართველოს მასშტაბით პირველ ათეულში არიან . განსაკუთრებით გვინდა გამოვყოთ  ჩვენი ოქროსმედალოსნები: ელენე სვიანაძე,  ვასილ თოდუა  და ნინო სანგულია.

  დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავთ ჩვენს  ყველა კურსდამთავრებულს ამ განსაკუთრებულ  წარმატებას და ვუსურვებთ ყველა მათგანს ღირსეული  ადგილი დაემკვიდრებინოთ ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში.  




2014-02-04     იგეგმება დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
ჰუმანიტარულ-საზოგადოებრივი და სპორტულ-ესთეტიკური აღზრდის კათედრა მუშაობს დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. ამასთან დაკავშირებით მე-7 კლასის მოსწავლეები მოიძიებენ ისტორიულ მასალას დავით IV-ის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. ჩატარდება ღია ინტეგრირებული გაკვეთილი.


2014-02-04     მე-10 კლასში იგეგმება ღია ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე
საქართველოს ისტორიის თემას მიეძღვნება მე-10 კლასში შემაჯამებელი გაკვეთილი "საქართველოში იბადებოდნენ", რომლის მიზანია საქართველოს ისტორიის უკეთ გაცნობა და სიღრმისეული შესწავლა.


2014-02-03     მიმდინარეობს მუშაობა ინგლისურენოვან სპექტაკლზე
უცხო ენების კათედრა მუშაობს ინგლისურ სპექტაკლზე "ანასტასია". ეს სპექტაკლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მე-7 კლასის მოსწავლეებმა თვითონ დაწერეს სცენარი - მუსიკალური გაფორმება ასევე მათ ეკუთვნის. ვუსურვოთ მათ წარმატებები!..




 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66 67 68 69 70 71 72 73 74 75 76 77 78 79 80 81 82 83 84 85 86 87 88 89 90 91 92 93 94 95 96 97 98 99 100 101 102 103 104 105 106 107 108 109 110 111 112 113 114 115 116 117 118 119 120 121 122 123 124 125 126 127 128 129 130 131 132 133 134 135 136 137 138 139