2020-06-13
გილოცავთ ზაფხულის არდადეგებს !

სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეების საყურადღებოდ

სკოლა „პოლიგლოტი“ დიდი სიყვარულით გილოცავთ 2019-2020 სასწავლო წლის დასრულებას. გისურვებთ ბედნიერ და შინაარსიან დასვენებას. ძალიან საწყენია,რომ დისტანციურად დასრულდა 2019-2020 სასწავლო წელი, ვერ შეგხვდით და ვერ დაგემშიდობეთ, მაგრამ იმედი გვაქვს, ჩვენს რჩევებს მიყვებით და შეასრულებთ ჩვენს რეკომენდაციებს.

პატივისცემით, სკოლა „პოლიგლოტის“ დირექცია




2015-05-21    
სკოლა "პოლიგლოტის" ინტელექტუალური გუნდის წევრებმა წარმატებით გაიარეს მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკის მიერ ჩატარებული ვიქტორინა-თამაშის პირველი ტური. 1 ივნისს გაიმართება მეორე ტური. პოლიგლოტელებს ვუსურვებთ წარმატებას.


2015-05-21     ბოლო ზარი 2014-2015
18 მაისს სკოლა "პოლიგლოტში" მე-12 კლასელებისათვის ბოლო ზარი დაირეკა. მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა "ბოლო ზარის" აღსანიშნავი ღონისძიება. ძვირფასო მე-12 კლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას. გისურვებთ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და ბედნიერ მომავალს.


2015-05-21     ღია გაკვეთილი გეოგრაფიაში
15 მაისს მე-8 კლასში გეოგრაფიის მასწავლებელმა ნინო შეშაბერიძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი, თემაზე: "კომუნიკაციები და ტურიზმი". გაკვეთილი წარიმართა ძალიან საინტერესოდ, რადგან მასწავლებელმა ეფექტურად გამოიყენა რესურსები და თვალსაჩინოებები.




 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66 67 68 69 70 71 72 73 74 75 76 77 78 79 80 81 82 83 84 85 86 87 88 89 90 91 92 93 94 95 96 97 98 99 100 101 102 103 104 105 106 107 108 109 110 111 112 113 114 115 116 117 118 119 120 121 122 123 124 125 126 127 128 129 130 131 132 133 134 135 136 137 138 139 140 141 142 143 144 145 146 147 148 149 150 151 152 153 154 155 156 157 158 159 160 161 162 163 164 165 166 167 168