2019-11-12
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაცია

 

  კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სკოლა ,,პოლიგლოტის“ მეგობარია, უკვე მრავალი წელია ამ უნივერსიტეტსა და ჩვენს სკოლას შორის მჭიდრო  თანმშრომლობითი ურთიერთობაა. ამჯერად , 2019 წლის  1-ლ ნოემბერს სკოლა ,,პოლიგლოტის“ მე-8-მე-11 კლასის მოსწავლეებს ეწვივნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები ვერიკო ხუნძაკიშვილი და ლელა წიტაიშვილი მედიცინის, კერძოდ, სტომატოლოგიის ფაკულტეტის, წარჩინებულ სტუდენტებთან ჯული წვერავასთან, სალომე ქუქალიასა და თამარ გრძელიშვილთან ერთად და ჩაუტარეს მოსწავლეებს მინილექცია, მასტერკლასი და პრეზენტაცია პირის ღრუს ჯანმრთელობისა და პირის ღრუს ჰიგიენის დაცვის მეთოდების შესახებ.  შეხვედრა იყო საინტერესო, შედგა მოსწავლეებსა და სტუმრებს შორის კომუნიკაცია, დისკუსიაზე მოსწავლეებმა გამოთქვეს თავიანთი აზრი და სტუმრებმა უპასუხეს მოსწავლეების დასმულ შეკითხვებს. სკოლა ,,პოლიგლოტი“ მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს ამ საინტერესო პროექტისათვის, განსაკუთრებით დიდი მადლობა  ქალბატონ მარინა უგულავას, რომლის უშუალო ორგანიზატორობით მრავალ ღონისძიებაში ვიღებთ მონაწილეობას.

 




0000-00-00    
2016 წლის 2 ოქტომბერს სკოლა ,,პოლიგლოტის" " IX-X კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ სასწავლო-შემოქმედებით ექსკურსიაზე დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსსა და პატარძეულში გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმში. მოსწავლეებმა მოილოცეს გარეჯის უდაბნოს სიწმინდეები, დაათვალიერეს ცნობილი ქართველი


0000-00-00     „პოლიგლოტის“მოსწავლეები ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ეწვივნენ დედაენის ძეგლს
     2017  წლის  17  აპრილს  სკოლა -  „პოლიგლოტის“   II – III – IV – V  კლასის  მოსწავლეები  ქართული  ენის  დღესთან დაკავშირებით  ეწვივნენ  დედაენის  ძეგლს,რომელიც  ყვავილებით შეამკეს. ღია ცის ქვეშ მოაწყვეს


0000-00-00     სკოლა,,პოლიგლოტში“ დაიწყო საზაფხულო არდადეგები
სკოლა,,პოლიგლოტში“ დაიწყო საზაფხულო არდადეგები. მოსწავლეების საყურადღებოდ! იმისათვის,რომ თქვენ ზაფხულის არდადეგები საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატაროთ, გირჩევთ  ისეირნოთ სუფთა ჰაერზე მეგობრებთან ერთად,წაიკითხოთ კლასგარეშე მხატვრული ლიტერატურა, გაიაზროთ,გააანალიზოთ და იმსჯელოთ წაკითხულის შესახებ .გთავაზობთ ნუსხას




 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66 67 68 69 70 71 72 73 74 75 76 77 78 79 80 81 82 83 84 85 86 87 88 89 90 91 92 93 94 95 96 97 98 99 100 101 102 103 104 105 106 107 108 109 110 111 112 113 114 115 116 117 118 119 120 121 122 123 124 125 126 127 128 129 130 131 132 133 134 135 136 137 138 139 140 141 142 143 144 145 146