2019-02-12
ისწავლე სკოლა „პოლიგლოტში“ და შეიქმენი წარმატებული მომავალი ჩვენთან ერთად!

    სკოლა „პოლიგლოტში“  დაიწყო  პირველკლასელთა  რეგისტრაცია  2019-2020  სასწავლო წლისათვის.

    ჩვენი სკოლის საგანმანათლებლო პროექტი მოიცავს შემდეგ აქტივობებს:

    სკოლაში  გაძლიერებით ისწავლება უცხო ენები და მათემატიკა;

    ინგლისური, ფრანგული  და რუსული ენები  სავალდებულოა, ხოლო  მე-7 კლასიდან მოსწავლეს  შეუძლია აირჩიოს კიდევ ერთი ევროპული ენა, კერძოდ , გერმანული ან ესპანური;

      სწავლის  საფასურია 1600 $ ექვივალენტი ლარში, რაშიც შედის გახანგრძლივებული დღის სწავლება დილის  9 საათიდან  საღამოს  7  საათის  ჩათვლით.   სწავლის ღირებულებაში  შედის ორჯერადი  კვება:  საუზმე და სადილი , ქართული ცეკვა --- რიტმიკა და ჭადრაკი.   კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური  რაოდენობა არის 16;

    სკოლაში  ფუნქციონირებს  სხვადასხვა  წრე:  ხატვის,  ჭადრაკის,  ცეკვის,  გიტარის,  სიმღერისა და  სპორტის;

    მოსწავლეების  აღზრდა-განათლებაზე ზრუნავენ   პროფესიონალი პედაგოგები.  ბავშვებს დახვდებათ  თბილი,  მეგობრული და უსაფრთხო  გარემო. სწორედ  ამიტომ   ჩვენი მოსწავლეები არიან  წარმატებულები და კონკურენტუნარიანები; 

     სკოლა „პოლიგლოტი“ ზრუნავს     მოსწავლეების  კულტურულ - საგანბმანათლებლო  აღზრდაზე . ამ  მიზნით  ისინი დაგვყავს  კინო-თეატრებში,  მუზეუმებში,  ექსკურსიებზე,  ვატარებთ  სხვადასხვა  ღონისძიებას,  ჩართულები  ვართ უამრავ  საგანმანათლებლო  პროექტში, როგორც  საქართველოს , ისე  საერთაშორისო  მასშტაბით;

    ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია ჩვენი სკოლის საგანმანათლებლო პროექტის შესახებ. იმიტომ  რომ იყო წარმატებული, უნდა შემოგვიერთდე და შეიქმნა ბედნიერი მომავალი !

 

 აი, რატომ უნდა ისწავლოთ სკოლა „პოლიგლოტში“ !

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 




2017-12-29     მიუზიკლი „ვერის უბნის მელოდიები“
სკოლა „პოლიგლოტის“ დაწყებითი განათლების კათედრაზე საახალწლო განწყობა გრძელდება. დღეს III-IV-V კლასის მოსწავლეებმა დადგეს მხიარული მიუზიკლი  „ვერის უბნის მელოდიები“ . სპექტაკლზე მუშაობდნენ III კლასის დამრიგებელი ხათუნა ლეონიძე, IV კლასის დამრიგებელი ლონდა


2017-12-29     სპექტაკლი "მაკნატუნა"
2017 წლის 29 დეკემბერს სკოლა "პოლიგლოტის" დაწყებითი განათლების კათედრაზე VI კლასის მოსწავლეებმა დადგეს საახალწლო ინგლისურენოვანი სპექტაკლი "მაკნატუნა". ღონისძიების ხელმძღვანელი იყო ინგლისური ენის მასწავლებელი ნათია ბეგიაშვილი.სკოლა "პოლიგლოტის" დირექციამ ბავშვებს გადასცა საახალწლო


2017-12-28     საახალწლო ზღაპარი რუსულ ენაზე
2017 წლის 28 დეკემბერს სკოლა „პოლიგლოტის“ V კლასის მოსწავლეებმა დადგეს საახალწლო ზღაპარი რუსულ ენაზე. სპექტაკლის ხელმძღვანელი იყო რუსული ენის მასწავლებელი ლამარა თვალიაშვილი. სკოლა „პოლიგლოტის“ დირექცია მადლობას უხდის ღონისძიების მონაწილეებსა და




 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66 67 68 69 70 71 72 73 74 75 76 77 78 79 80 81 82 83 84 85 86 87 88 89 90 91 92 93 94 95 96 97 98 99 100 101 102 103 104 105 106 107 108 109 110 111 112 113 114 115 116 117 118 119 120 121 122 123 124