2017-10-20
სპექტაკლი " სათაგური"

2017 წლის 19 ოქტომბერს სკოლა "პოლიგლოტის" დაწყებითი კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრს.მოსწავლეებმა ნახეს ვაჟა-ფშაველას მოთხრობის მიხედვით დადგმული სპექტაკლი " სათაგური" . ბავშვები ნანახით კმაყოფილნი დარჩნენ. სპექტაკლის შემდეგ მოსწავლეებმა ერთმანეთს და მასწავლებლებს გაუზიარეს შთაბეჭდილებები.




2016-06-08     დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების გამოფენა
2016 წლის 8 ივნისს სკოლა ”პოლიგლოტის” დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგის სოფიო ლიჩელის ხელმძღვანელობით, გამოფინეს თავიანთი მრავალფეროვანი და კრეატიული ნამუშევრები. დიდი მადლობა მათ ასეთი ლამაზი სანახაობისთვის


2016-06-03     ლექცია კავკასიის უნივერსიტეტში
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სკოლა "პოლიგლოტის"  IX კლასის მოსწავლეებმა  მოისმინეს მამა თეოდორეს ლექცია, თემაზე; "თავისუფლება". ლექცია წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. პოლიგლოტელებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში. 


2016-06-01     სკოლა "პოლიგლოტში" წინა საგამოცდო სამზადისია
ახლოვდება 2015-2016 სასწ. წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდები  XI კლასისთვის გეოგრაფიაში, ქიმიაში, ფიზიკასა და ბიოლოგიაში.  XI კლასის მოსწავლეებს ვუსურვებთ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას. 




 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66 67 68 69 70 71 72 73 74 75 76 77 78 79 80 81 82 83 84 85 86 87 88 89 90 91 92 93