
ისწავლე სკოლა „პოლიგლოტში“ და შეიქმენი წარმატებული მომავალი ჩვენთან ერთად!
სკოლა „პოლიგლოტში“ დაიწყო პირველკლასელთა რეგისტრაცია 2019-2020 სასწავლო წლისათვის.
ჩვენი სკოლის საგანმანათლებლო პროექტი მოიცავს შემდეგ აქტივობებს:
სკოლაში გაძლიერებით ისწავლება უცხო ენები და მათემატიკა;
ინგლისური, ფრანგული და რუსული ენები სავალდებულოა, ხოლო მე-7 კლასიდან მოსწავლეს შეუძლია აირჩიოს კიდევ ერთი ევროპული ენა, კერძოდ , გერმანული ან ესპანური;
სწავლის საფასურია 1600 $ ექვივალენტი ლარში, რაშიც შედის გახანგრძლივებული დღის სწავლება დილის 9 საათიდან საღამოს 7 საათის ჩათვლით. სწავლის ღირებულებაში შედის ორჯერადი კვება: საუზმე და სადილი , ქართული ცეკვა --- რიტმიკა და ჭადრაკი. კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა არის 16;
სკოლაში ფუნქციონირებს სხვადასხვა წრე: ხატვის, ჭადრაკის, ცეკვის, გიტარის, სიმღერისა და სპორტის;
მოსწავლეების აღზრდა-განათლებაზე ზრუნავენ პროფესიონალი პედაგოგები. ბავშვებს დახვდებათ თბილი, მეგობრული და უსაფრთხო გარემო. სწორედ ამიტომ ჩვენი მოსწავლეები არიან წარმატებულები და კონკურენტუნარიანები;
სკოლა „პოლიგლოტი“ ზრუნავს მოსწავლეების კულტურულ - საგანბმანათლებლო აღზრდაზე . ამ მიზნით ისინი დაგვყავს კინო-თეატრებში, მუზეუმებში, ექსკურსიებზე, ვატარებთ სხვადასხვა ღონისძიებას, ჩართულები ვართ უამრავ საგანმანათლებლო პროექტში, როგორც საქართველოს , ისე საერთაშორისო მასშტაბით;
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია ჩვენი სკოლის საგანმანათლებლო პროექტის შესახებ. იმიტომ რომ იყო წარმატებული, უნდა შემოგვიერთდე და შეიქმნა ბედნიერი მომავალი !
აი, რატომ უნდა ისწავლოთ სკოლა „პოლიგლოტში“ !
2017-03-03 სკოლა ,,პოლიგლოტში“ პირველ კლასელებმა "დედის დღისადმი" მიძღვნილი ზეიმი გამართეს
2017 წლის 2 მარტს სკოლა ,,პოლიგლოტში“ დედის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი გაიმართა. პირველი კლასის მოსწავლეებმა ულამაზესი , სითბოთი და სიყვარულით აღსავსე სიტყვებით , ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს დედებს დღესასწაული. დადგეს მუსიკალური
2017-03-03 ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია სახელწოდებით:,,დედა- სიცოცხლის შემოქმედი!“
2017 წლის 2 მარტს სკოლა ,,პოლიგლოტის“ მეხუთე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს დედის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია ქართულ, ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებზე, სახელწოდებით: ,, დედა- სიცოცხლის შემოქმედი!“ დიდი მადლობა ამ ულამაზესი
2017-03-02 დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
2017 წლის 1 მარტს სკოლა „პოლიგლოტის“ II, III, IV კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. დადგეს მუსიკალური ზღაპარი ვაჟა-ფშაველას „ჩხიკვთა ქორწილის“ მიხედვით ქართულ , ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. მიულოცეს

