2019-02-12
ისწავლე სკოლა „პოლიგლოტში“ და შეიქმენი წარმატებული მომავალი ჩვენთან ერთად!

    სკოლა „პოლიგლოტში“  დაიწყო  პირველკლასელთა  რეგისტრაცია  2019-2020  სასწავლო წლისათვის.

    ჩვენი სკოლის საგანმანათლებლო პროექტი მოიცავს შემდეგ აქტივობებს:

    სკოლაში  გაძლიერებით ისწავლება უცხო ენები და მათემატიკა;

    ინგლისური, ფრანგული  და რუსული ენები  სავალდებულოა, ხოლო  მე-7 კლასიდან მოსწავლეს  შეუძლია აირჩიოს კიდევ ერთი ევროპული ენა, კერძოდ , გერმანული ან ესპანური;

      სწავლის  საფასურია 1600 $ ექვივალენტი ლარში, რაშიც შედის გახანგრძლივებული დღის სწავლება დილის  9 საათიდან  საღამოს  7  საათის  ჩათვლით.   სწავლის ღირებულებაში  შედის ორჯერადი  კვება:  საუზმე და სადილი , ქართული ცეკვა --- რიტმიკა და ჭადრაკი.   კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური  რაოდენობა არის 16;

    სკოლაში  ფუნქციონირებს  სხვადასხვა  წრე:  ხატვის,  ჭადრაკის,  ცეკვის,  გიტარის,  სიმღერისა და  სპორტის;

    მოსწავლეების  აღზრდა-განათლებაზე ზრუნავენ   პროფესიონალი პედაგოგები.  ბავშვებს დახვდებათ  თბილი,  მეგობრული და უსაფრთხო  გარემო. სწორედ  ამიტომ   ჩვენი მოსწავლეები არიან  წარმატებულები და კონკურენტუნარიანები; 

     სკოლა „პოლიგლოტი“ ზრუნავს     მოსწავლეების  კულტურულ - საგანბმანათლებლო  აღზრდაზე . ამ  მიზნით  ისინი დაგვყავს  კინო-თეატრებში,  მუზეუმებში,  ექსკურსიებზე,  ვატარებთ  სხვადასხვა  ღონისძიებას,  ჩართულები  ვართ უამრავ  საგანმანათლებლო  პროექტში, როგორც  საქართველოს , ისე  საერთაშორისო  მასშტაბით;

    ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია ჩვენი სკოლის საგანმანათლებლო პროექტის შესახებ. იმიტომ  რომ იყო წარმატებული, უნდა შემოგვიერთდე და შეიქმნა ბედნიერი მომავალი !

 

 აი, რატომ უნდა ისწავლოთ სკოლა „პოლიგლოტში“ !

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 




2016-02-25     საქართველოს ოკუპაციის კვირეული
2016 წლის 22-25 თებარვალს სკოლა "პოლიგლოტში" დაიწყო  1921 წლის ოკუპაციის აღსანიშნავი ღონისძიებები. ისტორიის პედაგოგებმა თინა დორეულმა და ნაზი ზაალიშვილმა  ჩაუტარეს მოსწავლეებს ლექცია, თემაზე: "1921 წელი, 25 თებერვალი" და აჩვენეს დოკუმენტური


2016-02-24     წიგნის კითხვის მსოფლიო დღე
2016 წლის 24 თებერვალს სკოლა "პოლიგლტის" მოსწავლეებმა მასწავლებლებთან  ერთად წიგნის  საჯარო კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს და წაიკითხეს ქართველი და უცხოელი მწერლების მოთხრობები. შემდეგ კი წაკითხულის ირგვლივ გამართეს დისკუსია. 


2016-02-24     ღია გაკვეთილი რუსულ ენაში
2016 წლის 19 თებერვალს რუსული ენის მასწავლებელმა მარინა გვანცელაძემ  VII კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი , თემაზე : "რუსული ხალხური ტრადიციები". გაკვეთილზე მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს რუსი ხალხის ეროვნული ტრადიციები: ნათლისღება, შობა,




 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66 67 68 69 70 71 72 73 74 75 76 77 78 79 80 81 82 83 84 85 86 87 88 89 90 91 92 93 94 95 96 97 98 99 100 101 102 103 104 105 106 107 108 109 110 111 112 113 114 115 116 117 118 119 120 121 122 123 124