2017-10-16
ანბანის შემობრძანება

2017 წლის 16 ოქტომბერს სკოლა „პოლიგლოტის“ პირველკლასელებმა იზეიმეს ანბანის შემობრძანება. პატარებმა მასწავლებლებთან ერთად გაიხსენეს და შეაჯამეს წინასაანბანო პერიოდში შესწავლილი მასალა. შემდეგ მიესალმნენ ანბანს სიმღერებითა და ლექსებით.პატარების ზეიმს ესწრებოდნენ სკოლა „პოლიგლოტის“ დირექტორი ქალბატონი მზია დაუშვილი, საპატიო სტუმარი, იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების თავმჯდომარე, გამომცემლობა „დედაენის“ დამფუძნებელი, დეკანოზი კონტანტინე გიორგაძე, სკოლა "პოლიგლოტის " პედაგოგები და მშობლები. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ Iა და I ბ კლასის დამრიგებლები მაია ხიტურიძე და ცირა ლომიძე.




2014-02-19     უცხო ენების კათედრა ემზადება 8 მარტის - ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისათვის
უცხო ენების კათედრა, კერძოდ რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები ამზადებენ ღონისძიებას, რომელიც მიძღვნილი იქნება 8 მარტის - ქალთა საერთაშორისო დღისადმი. იგეგმება მშობლების მოპატიჟება.


2014-02-14     გილოცავთ ვალენტინობას !
14 თებერვალს "პოლიგლოტში ჩატარდა ვალენტინობისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ორგანიზატორები იყვნენ სკოლის თვითმმართველობის წევრები. მე-9 კლასელმა ირაკლი გოგუაძემ ღონისძიების გახსნისას თქვა: "მართალია, ვალენტინობა არ არის მართლმადიდებლური დღესასწაული, მაგრამ, როგორც ჩანს, ძალიან მოგვეძალა სიყვარული


2014-02-04     გამოცხადდა მართლწერის კონკურსი ინგლისურ ენაში
უცხო ენების კათედრა გეგმავს ჩაატაროს მართლწერის კონკურსი ინგლისურ ენაში საბაზო და საშუალო ეტაპებზე, რომლის მიზანია გამოავლინოს ის მოსწავლეები, რომლებიც განსაკუთრებით გამოირჩევიან მართლწერაში.




 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66 67 68 69 70 71 72 73 74 75 76 77 78 79 80 81 82 83 84 85 86 87 88 89 90 91 92 93