სკოლა ,,პოლიგლოტის“ მისია

 

თბილისის კერძო სკოლა ,,პოლიგლოტის“ მისია არის ეფექტური, უსაფრთხო, მოდერნიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შექმნა, რომელიც მოწოდებულია, აღზარდოს პატრიოტი, თავისუფლად მოაზროვნე, სოციალურად აქტიური მოქალაქე, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება დღევანდელ სწრაფადცვალებად სამყაროში და მომავალში პროდუქტიულ წვლილს შეიტანს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

სკოლის დანიშნულებაა , ჩამოუყალიბოს მოსწავლეებს ზოგადსაკაცობრიო და ეროვნულ ფასეულობათა პატივისცემა, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამოქალაქო ცნობიერება, სამოქალაქო და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, ტოლერანტობის პრინციპები პიროვნულ და რელიგიურ ურთიერთობებში.
სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეებისათვის ხარისხიან საგანმანათლებლო მომსახურებათა გაწევას, რომელიც საშუალებას მისცემს მათ მომავალში დამოუკიდებლად აითვისონ ახალი ცოდნა, შეძლონ წარმატებული კარიერული საქმიანობა.
სკოლა მოწოდებულია , შექმნას ხელსაყრელი პირობები ყოველი მოსწავლისა და მასწავლებლის პიროვნული და ინტელექტუალური განვითარებისათვის, თვითრეალიზაციისა და თვითგამორკვევისათვის მათი ინტელექტუალური შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინებით.
სკოლა ორიენტირებულია უცხო ენების გაძლიერებით სწავლებაზე, რისთვისაც სწავლებას ახორციელებს ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტების საშუალო განათლების სასწავლო პროგრამებს.
სკოლის საქმიანობა მიმართულია ინოვაციური პედაგოგიური ტექნოლოგიებისა და საგანმანათლებლო პროექტების ფართოდ დანერგვისაკენ, რომლებიც ხელს შეუწყობენ კერძო სკოლა ,,პოლიგლოტის“ ღირსეული ადგილის დამკვიდრებას თბილისის კონკურენტუნარიან სკოლებს შორის.
სკოლა მოწოდებულია , პარტნიორული ურთიერთობა დაამყაროს როგორც მიკროსოციუმის, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების სკოლებთან.